EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდა

გამოქვეყნდა:

EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ  სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ადასტურებს. 

ბორელი ამბობს, რომ სანქციების ახალი პაკეტი 200 პირსა და კომპანიას აერთიანებს.

"ჩვენ გვაქვს შეთანხმება მეცამეტე პაკეტზე!

ჩვენ კიდევ ვამატებთ 200 პირსა და კომპანიას სანქციების პაკეტს, რომელიც უკვე 2000-ზე მეტ სუბიექტს აერთიანებს. 

ამ პაკეტით, ჩვენ უფრო მკაცრ ზომებს ვიღებთ იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც გვერდის ავლით არიან ჩართულები სამხედრო და თავდაცვით სექტორებში", - წერს ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.

ინფორმაცია სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმების მიღწევის შესახებ თავდაპირველად რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, ახალი პაკეტი ოფიციალურად 24 თებერვლამდე დამტკიცდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი