2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება საფრთხის ქვეშ არის. ქართულმა ოცნებამ ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იგნორირებით, მაინც დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც ივანიშვილის გუნდს დამატებითი ბერკეტებით უზრუნველყოფს ერთპარტიული და მიკერძოებული არჩევნები ჩაატაროს. სწორედ ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობა და არჩევნების გაყალბების მაღალი რისკი არის პრეზიდენტის ვეტოს მთავარი მიზეზი. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მმართველი უმრავლესობიდან ისევ თავდასხმა და ბრალდებების სერია მოყვა. ქართლი ოცნება პრეზიდენტს ოპოზიციასთან გარიგებაში ადანაშაულებს და ვეტოს დასაძლევად ემზადება