
საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმის გასარკვევად, ვინ დგას ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმის უკან. ზალკალიანის თქმით, პანდემიის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტზე შეტევა იყო გამიზნული ქმედება, თუმცა ვისგან - ამაზე ზალკალიანი არაფერს ამბობს:
არ მოგვერიდება სახელების დარქმევა თუ საიდან და ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა
იცით რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლუგარის ლაბორატორია პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. სწორედ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე მიიტანეს შეტევა. შეტევა იყო, რა თქმა უნდა, გამიზნული იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტის პარალიზება მოეხდინათ, რადგან პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოსა და მთლიანად ჩვენი ხელისუფლების წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი არის ლუგარის ლაბორატორია. ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში ყველა ჩვენს პარტნიორთან" - ამბობს ზალკალიანი.
შსს-მ 1 სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 3 სექტემბერს გაავრცელა.