ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე სავარაუდოდ ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაკავებულები კორპუსში ერთი კვირის წინ გადავიდნენ საცხოვრებლად და მათთვის უცნობია, თუ რას საქმიანობდნენ ისინი.
სპეცოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ინდოეთის მოქალაქეები არიან.
შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.