"ეს საპარლამენტო წელი შევა რუსული კანონის წლად" | ნაცვლიშვილის მიმართვა და მწვავე რეაქციები "ოცნებიდან"

გამოქვეყნდა:

ამ ქვეყნის ისტორიაში, ეს საპარლამენტო წელი შევა რუსული კანონის წლად - განაცხადა "ლელო საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

"ეს იყო რუსული სპეცოპერაცია განხორციელებული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ თქვენი ხელით, მაგრამ ყველაზე ნათელი, ყველაზე მძიმე მტკიცებულება არის ახლა ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც, ოკუპანტის მიერ დასმულმა ხელისუფლებამ დააინიცრა ზუსტად იგივე კანონი, ახლა, თქვენ გაარჩიეთ, პირველი თქვენ დაგიკვეთეს თუ მათ" - მიმართა ოცნებას ნაცვლიშვილმა.

ის პაპუაშვილის გამოსვლის იმ ნაწილსაც შეეხო, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გაუმჭვირვალეა:

"რაც არ არის გამჭვირვალე, რაც არის შხამი და საწამლავი ამ სახელმწიფოსთვის ეს არის უკონტროლოდ შემოსული რუსული ფული, რომელიც მიედინება იქ, სადაც არ უნდა მიედინებოდეს..."  განაცხადა ნაცვლიშვილმა, რასაც დარბაზში "ოცნების" დეპუტატების უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

ამის შემდეგ, ნაცვლიშვილმა იმ მწვავე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში დგას, შეეხო გელათისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების პრობლემებს, რასაც "ოცნების" დეპუტატის კიდევ უფრო გაღიზიანება მოჰყვა და ირმა ზავრადაშვილმა ნაცვლიშვილს ტრიბუნასთან წყალი მიუტანა.

"დიახ, რუსეთის სამსახურში ხართ, ამას ხედავს ქართველი ხალხი და ამას გადაწყვეტს არჩევნებზე. ესაა ქვეყნის ინტერესი და „ლელო“ იდგება იქ, სადაც არის ქვეყნის ინტერესი, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ რუსულ ხელისუფლებასთან და გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში,“- თქვა მიმართვის ბოლოს ნაცვლიშვილმა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი