შალვა პაპუაშვილის აღიარება - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნანობს, რომ ქართულ ოცნებას მოუწია რუსული კანონის უკან გაწვევა. დღეს შალვა პაპუაშვილი მისი დეპუტატების წინაშე საპარლამენტო საქმიანობის ანგარიშით უნდა წარმდგარიყო, თუმცა 40 წუთიანი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა მთლიანად ოპოზიციის კრიტიკას, არასამთავრობო სექტორზე თავდასხმასა და სტრატეგიულ პარტნიორებზე ჭორაობას დაუთმო. პაპუაშვილმა კრიტიკულად შეაფასა სალომე ზურაბიშვილი და კიდევ ერთხელ გაიმეორა ომისა და მშვიდობის კრემლისეული შეთქმულების თეორიები. ზიზღით, სიძულვილითა და რუსული კონსპირაციებით გაჯერებული გამოსვლის ბოლოს კი საზოგადოებას პოლარიზაციის დასრულებისკენ მოუწოდა.
იხილეთ ასევე: