„მონანიების“ პერსონაჟი მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ | მსხილაძე პაპუაშვილზე

გამოქვეყნდა:

ფილმ „მონანიების“ პერსონაჟი მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მხრიდან, პრეზიდენტის მისამართით დღეს გაკეთებულ შეფასებებს.

მსხილაძის თქმით, ეს იყო არა პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ პარტიის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა.

“მან პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა. პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა. ფილმ “მონანიების“ პერსონაჟად მეგონა თავი, როცა პრეზიდენტს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას აბრალებენ. მიუღებელია, როცა ხელისუფლების ერთი შტო მეორე შტოს მისამართით ასეთ ბრალდებებს ისვრის“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი