"კი, მე მაქვს განხორციელებული 60 000 ლარის შენატანი... მინდოდა და შევწირე", - ამის შესახებ კომპანია "ანაგის" ხელმძღვანელი, ირაკლი გოგოლიშვილი საუბრობს და ადასტურებს, რომ ის "ქართული ოცნების" შემწირველია.
"კი, მე მაქვს განხორციელებული 60 000 ლარის შენატანი. ჩემი სუბიექტური აზრია, რა ვიცი, მინდოდა და შევწირე. რატომ, რისთვის, ეს ჩემი სუბიექტური შეხედულებაა და არ ვიცი, დავიტოვებ ჩემთვის... ვინც საუბრობს, იმას კითხეთ, არ ვიცი, არა მგონია, სახელმწიფო და კერძო შეკვეთებიც ძალიან ბევრი გვაქვს. კერძო კიდევ უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფო. არ ვიცი, რას ნიშნავს ბევრი, რამდენია რა. ცოტა რამდენია და ბევრი რამდენია არ ვიცი და ახლა რატომ აკავშირებთ ამ თემებს ერთმანეთთან არ მესმის", - ამბობს ირაკლი გოგოლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ანაგი" საქართველოს მასშტაბით არაერთ შენობა-ნაგებობას აშენებს. მან პარტიას სულ 170 000 ლარი შესწირა.