"ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მართალი ვიყავი​​​​​​​" | პუტინის პასუხი ბაიდენს

გამოქვეყნდა:

"ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მართალი ვიყავი", - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ნათქვამს, რომელმაც პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.

პუტინმა ამ სიტყვებით VGTRK-ის კორესპონდენტს პაველ ზარუბინს უპასუხა კითხვაზე, რას ფიქრობდა ის "შეურაცხყოფაზე", რომელიც მისმა ამერიკელმა კოლეგამ ჯო ბაიდენმა გამოთქვა.

"ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რაც მან თქვა, მე აბსოლუტურად მართალი ვარ. რადგან ეს არის ადეკვატური რეაქცია ჩემს მიერ ნათქვამზე. რატომ? იმის გამო, რომ მას არ შეუძლია მითხრას: "ვალოდია, ყოჩაღ, გმადლობთ, შენ ძალიან დამეხმარე". გვესმის, რა ხდება იქ შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით. და ეს რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მართალი ვიყავი და რაც ვთქვი, პირველ რიგში ჩვენი აუდიტორიისთვის ვთქვი და არა ამერიკულისთვის", - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბაიდენის სიტყვებს აშშ-თვის აბსოლუტურად უაზრო და სამარცხვინო უწოდა - "თუ ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ ენას იყენებს, სირცხვილი უნდა იყოს".

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა. განცხადება ბაიდენმა სან-ფრანცისკოში, საარჩევნო კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ბაიდენმა პუტინი და სხვა პოლიტიკოსები ახსენა, რომლებიც მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრებიან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი