
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ისევე როგორც სხვა დასავლელი პარტნიორები ელოდებიან, რომ შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი ჩარევას შეეცდება:
დარწმუნებული ვარ რომ რუსეთი ძალიან ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს და მიყვება აქ განვითარებულ ყველა მოვლენას - ამბობს დიპლომატი.
ბოლო განცხადება, ვინც ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებზე გააკეთა, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერია. კინზინგერი Twitter-ში წერს, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს საქართველოში, მოახლოებულ არჩევნებში ჩარევას.
გარდა ამისა, კინზინგერის შეფასებით, თურქეთის საწინააღმდეგო განცხადებები, არის მცდელობა, რუსეთმა გადაფაროს ოკუპაცია. კონგრესმენი პარტიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საშიში რიტორიკისგან.
მსოფლიო ადევნებს თვალს საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისკენ და მე ვიმედოვნებ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება“ – წერს კინზინგერი.