"მან მიიღო ეს გადაწყვეტილება ცალმხრივი წესით, ჩვენ რაღა დაგვრჩენია" | ყიფიანი ივანიშვილთან თანამშრომლობის გაწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

რატომ გაიყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის გზები - იურისტმა "მთავარი არხის" კითხვებს უპასუხა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებაზეც ისაუბრა.

ყიფიანი კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ივანიშვილმა "ცალმხრივი წესით" მიიღო.

"თუ ამ კომუნიკაციაში არ გავხდით ჩვენ პირდაპირი, გულახდილი და პატიოსანი ჩვენს პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ეს დაბნეულობა გაგრძელდება და, როგორც მინიმუმ, იქნება გაუგებრობა მხარეებს შორის, როგორც მაქსიმუმ, მას მოყვება ჩვენი ქვეყნისათვის არასასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის მართვაში ინსტიტუციურ გამართვაზე, მისი ამ დაბრუნებით, გადაწყვეტილებით, შეიკვეცა ბრალდებები ქვეყნის მიმართ, არაფორმალური მმართველობის მხრივ და ა.შ. მისი ჩართულობა ქართულ პროცესში უფრო ინსტიტუციური გახდა.

[ჟურნალისტი: სანქციების შიშით ხომ არ არის განპირობებული მისი დაბრუნება?]

მე ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ეს ჩემი მხრიდან სპეკულირება იქნება. ალბათ, ყველაზე საუკეთესო ადრესატი ასეთ კითხვებზე არის უშუალოდ ამა თუ იმ ნაბიჯის ავტორი. 10 თვეა დაახლოებით, რაც ჩვენ საქმეშია არ ვმონაწილეობთ. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ წარსულში გაკეთებულ განცხადებებს და ჩვენ ვიყენებდით ამ ტერმინს - ფაქტობრივი სანქციები - ვინაიდან, საქმის მასალებთან გვქონდა წვდომა მე და ჩემს კოლეგებს, დიახ, ჩვენი კვალიფიკაცია იმ დროისთვის იყო სწორი და გამართული.

[ჟურნალისტი: რატომ აღარ ხართ მისი უფლებადამცველი? რატომ გაიყარა თქვენი გზები?]

არის ასეთი გამონათქვამი, რომელსაც მე პირადად არ ვეთანხმები, რომ კლიენტი ყოველთვის მართალი არისო. მან როგორც ფირმის კლიენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიიღო ცალმხრივი წესით, ჩვენ რაღა დაგვრჩენია, რომ არა გაგებით მოვკიდებულიყავით და პატივი გვეცა ამ გადაწყვეტილებისათვის," - ამბობს ყიფიანი.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი "ოცნებას" რუსული კანონისთვის აქტიურად აკრიტიკებდა. 

ასევე ნახეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი