მამუკა ლომიძის მკვლელობის გახმაურებული საქმე და კადრები, რომელიც სავარაუდოდ გამოძიების მთავარ მტკიცებულებათა ნუსხაშია. "მთავარმა არხმა" მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, რა მოხდა საბედისწერო ღამეს კაფე "გალერისთან".
გამოძიების ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდას ბაჩო სირაძემ 7-ჯერ ესროლა ხელნაკეთი იარაღიდან. მოტივი ამ დრომდე უცნობია, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს და დანაშაულს არ აღიარებს. საქმის მასალებს ითხოვს მოკლულის ოჯახი. ემიგრაციიდან დაბრუნებული ახალგაზრდის დედა ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
არის თუ არა კადრებში აღბეჭდილი პირი ბაჩო სირაძე, ამაზე ბრალდებულის ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს - "არანაირ კითხვებს არ გავცემ პასუხს" - ამბობს უფლებადამცველი.
შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში 18 თებერვალს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. 24 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. დანაშაულს კი წინ ერთ-ერთ კლუბში დაწყებული ჩხუბი უძღოდა. დაკავებულია ორი პირი - მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე და გრიგოლ ზარნაძე, რომელსაც ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ავტორი: დავით კობიძე