ვიმედოვნებ ODIHR-ს ეყოლება საკმარისი რაოდენობის დამკვირვებლები-კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ODIHR-ის  დამკვირვებლების მონაწილეობა პროცესში.

"სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობა  არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან  ეს იქნება უცხოეთიდან შემოსული  მაკონტროლებელი რგოლი, რომელიც ადგილობრივ დამკვირვებლებთან ერთად ითანამშრომლებს. ასევე მნიშვნელოვანია ოდირმა მიიღოს მონაწილეობა პროცესში და ვიმედოვნებ რომ მას ეყოლება საკმარისი რაოდენობის დამკვირვებლები,"-ამბობს ჰარცელი.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება შეეცდება არჩევნებზე ზემოქმედებას, სწორედ ამიტომ უცხოელი დამკვირვებლების ჩართვა საარჩევნო პროცესში იქნება პრევენცია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოახერხოს არჩევნების გაყალბება. 

როგორც ცნობილია, NDI არჩევნებზე დამკვირვებლებს არ აგზავნის.  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დისტანციურ რეჟიმში დააკვირდებიან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი