კანადამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

გამოქვეყნდა:

კანადამ უკრაინის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა - უკრაინაში რუსეთის შეჭრის 2 წლისთავზე ახალი შეზღუდვები შეეხო 153 ბიზნესსა და 10 მოქალაქეს.

კანადის მიერ დაწესებული სანქციები ეხება სადაზღვევო კომპანიებს, სანკტ-პეტერბურგის ბანკს, Ilyushin-ის საავიაციო კომპლექსს, Almaz-Antey-ს კონცერნს, Patriot-ის სამხედრო-პატრიოტულ პარკს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებს.

სანქციებულ პირებს შორის კი მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იგორ ლევიტინი, RESO-Garantiya-ს მფლობელები, სერგეი და ნიკოლაი სარქისოვები, Voentorg-ის ხელმძღვანელი ვლადიმირ პავლოვი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 2 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაცია" იყო.

ომის დაწყებას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.

ასევე ნახეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი