CNN-ის ცნობით, ნიუ-იორკის სასამართლომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის დაკისრებული ჯარიმა გაზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა 454 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს. სასამართლოს მიერ დადგენილი თანხა მოიცავს 354,9 მილიონი დოლარის ადრე დაკისრებულ ჯარიმას და დარიცხულ პროცენტს.
მთლიანობაში, Trump Organization-ში თაღლითობის საქმეზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა უნდა გადაიხადოს 464,6 მილიონი დოლარი. კერძოდ, 4,7 მილიონი დოლარი, პროცენტების ჩათვლით, დაეკისრათ ტრამპის შვილებს - დონალდ ტრამპ-უმცროსს და ერიკ ტრამპს. 1.1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს მის ყოფილ ფინანსურ დირექტორსაც. მთლიან თანხას ყოველდღიურად 114 ათასი დოლარის პროცენტი დაემატება, ძირითადად, სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის დაჯარიმების ხარჯზე.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის პროკურატურა ტრამპს თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებასა და ცრუ ფინანსური ანგარიშების შედგენაში სდებდა ბრალს. მისი ბიზნესის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს "ნიუ იორკ თაიმსმა" გამოძიება გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ტრამპის კომპანიები გადასახადებს არ იხდიდნენ.
ასევე ნახეთ: