უკრაინელების მიერ ჩამოგდებული რუსული A-50-ის ეკიპაჟის 10-ვე წევრი დაიღუპა | მედია

გამოქვეყნდა:

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზოვის ზღვაში ჩამოგდებულ A-50-ის ტიპის რუსულ თვითმფრინავში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 5 რუსი მაიორი, 3 კაპიტანი, ლეიტენანტი და უმცროსი ოფიცერი. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა. 

"უკრაინსკა პრავდას" ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან:

  • მაიორი ბოროვიკოვი;
  • მაიორი ჩანცევი;
  • კაპიტანი პროვალოვი;
  • კაპიტანი ვასილიევი;
  • უფროსი საჰაერო რადიოოპერატორი  ხრულევი;
  • მაიორი ფედოსოვი;
  • მაიორი რულიუკი;
  • ლეიტენანტი ტელმანოვი;
  • კაპიტანი ბელოვი;
  • მაიორი სოლდატკინი.

შეგახსენებთ, რომ A-50 უკრაინელებმა 23 თებერვალს ჩამოაგდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი