2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებით ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, "ლელო საქართველოსთვის" წევრს სცემეს. "ლელოს" დიდუბე-ჩუღურეთის ზონის უფროსს, გიორგი გლუნჩაძეს თავს თბილისში, დიღმის მასივში, დაესხნენ. სამი თავდამსხმელი მას ფიზიკურად თავისსავე საცხოვრებელ კორპუსთან გაუსწორდა.
ინფორმაციას პარტიის წევრი ლევან სამუშია ავრცელებს. ამბობს, რომ "ლელოს" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან სამუშია ამბობს, რომ გლუნჩაძე მისი მხარდამჭერობის გამო სცემეს. მისი თქმით, ამ საქმეს ბოლომდე ჩაყვება.
დაზარალებულს სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს. ნაცემი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.