უკრაინა არასოდეს გამოიყენებს თავისი პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების მიერ მიწოდებულ იარაღს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე, გარდა, დროებით ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებისა. 

განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, დასავლელ პარტნიორებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, არ აქვს უფლება და არასოდეს გამოიყენებს თავისი პარტნიორების იარაღს სხვა ტერიტორიებზე, გარდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიისა." განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში ომის 2 წლისთავზე დღეს კანადის, იტალიის, ბელგიის პრემიერმინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდნენ. გაფორმდა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი