მიიღებს თუ არა ღია ზღვაში 16 წლის მოზარდის მიტოვებისა და მკვლელობის საქმე მოულოდნელ მსვლელობას - მოკლული ლუკა აბულაძის მამა ვარაუდობს, რომ ბრალდებულის მიმართ, შესაძლოა, სასამართლომ შედარებით მსუბუქი მუხლი გამოიყენოს, ან ის პასუხისმგებლობას განარიდოს. ამის თქმის საფუძველს კი მას გამოძიების საწყის ეტაპზე დაშვებული ხარვეზები აძლევს, რომელზეც ჩვენ რეპორტაჟი ერთხელ უკვე მოვამზადეთ. ახლა კი, გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის მამა შიშობს, რომ მისი შვილის ტრაგედიის გარშემო განზრახ ქმნიან გაუგებრობას, რომ ბრალდებულს სასჯელი აარიდონ.