მუქარა, ფიზიკური ანგარიშსწორება ცივი იარაღით. 23 თებერვალს, თავისუფლების მეტროში სამი არასრულწლოვანი სამართალდამცველებისა და კამერის წინ მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდნენ. შემთხვევა 23 თებერვალს, უკრაინის სოლიდარობის აქციის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები მეტროში ჩავიდნენ.
თვითმხილველები ყვებიან რომ დაახლოებით 14 წლის გოგოებმა მეტროში პოლიციელებისთვის გამოყოფილი ოთახიც დაარბიეს. ცნობილი ხდება ასევე რომ ამავე ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ ავტობუსში ორ ქალზე იძალადეს
"მეტროში გადიოდა და პატარა ხელის დროშა რაც ეკავა ის გაარტყა ოდნავ მხარზე და ამის გამო ვის გაარტყიო დაუწყეს "კაჩაობა", ჩხუბი. გასასვლელ კარში არტყმევინეს თავი, ძირს გაიგდეს, თმები წიწკნეს, დანით დაემუქრნენ. 10 ბავშვი ეხვია ჩემს მეგობარს გარს..პოლიციელები ცდილობდნენ გაჩერებას და ესკალატორზე გაექცნენ. ბიჭები გვემუქრებოდნენ, რომ გამოხვალთ თქვენ გიტირებთ ყოფასო. პოლიციელებს ეს ყველაფერი ესმოდათ და ვეუბნებით რო მოგვაშორეთ, არასრულწლოვნები არიან რა ვქნათო" ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
მოძალადე არასრულწლოვნები უკვე იდენტიფიცირებულები არიან. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. უკვე გამოიკითხნენ დაპირისპირების მონაწილეები.
მეტროს თანამშრომლები ამბობენ, რომ მოზარდების მხრიდან ხშირად აქვს ადგილი მსგავს ფაქტებს, თუმცა ისინი დაუსჯელები რჩებიან.
იხილეთ ასევე: