მემორანდუმი "ძალა ერთობაშიასთან" - კახა ოქრიაშვილი უმრავლესობიდან ოპოზიციაში წავიდა

გამოქვეყნდა:

ორი პარტიის ლიდერმა დღეს შეთანხმება გააფორმა. ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" და კახა ოქრიაშვილის პარტია "პროგრესი და თავისუფლება" საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისა და ქვეყანაში არსებული რეალობის შესაცვლელად ერთად იბრძოლებენ.

რამდენად მოულოდნელი იყო კახა ოქრიაშვილის გადაწყვეტილება და რამ აიძულა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ოპოზიციასთან გაერთიანებულიყო - 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული მაჟორიტარი ამბობს, რომ არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისუფლების შეცდომებზე პასუხისმგებელი არ არის და მისი მთავარი მოტივაციაა, დაიცვას ბიზნესისა და საკუთრების უსაფრთხოება, რის რესურსსაც ვერ ხედავს "ქართულ ოცნებაში". რაც შეეხება მის პასუხისმგებლობას პროპორციული სისტემის ჩაგდებაში, ამბობს, რომ არასდროს ყოფილა ე.წ. ამბოხებული დეპუტატების ჯგუფში და წინათაც, "ნაციონალების" დროს, "ოცნების" დროსაც და შემდგომშიც, ყოველთვის მომხრე იქნება მაჟორიტარული არჩევის პრინციპის და ეს მისი რწმენის საკითხია. 

კახა ოქრიაშვილი საარჩევნო მარათონში სრული დატვირთვით აპირებს ჩართვას. მისი პარტია ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად ერთ ბლოკად გამოვა, თავად კი ბოლნისში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. 

კახა ოქრიაშვილის პარტიის ძალა ერთობაშიასთან გაერთიანების შესახებ დღეს ამ ბლოკში შემვალმა სხვა პარტიებმაც იმსჯელეს. ოპოზიციურ გაერთიანებაში თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება მათ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს და უახლოს დღეებში ბლოკის კიდევ უფრო გაფართოებას ელიან. 

ოპოზიციურ გაერთიანებასა და კახა ოქრიაშვილის შორის გაფორმებულ მემორანდუმს დღეს სხვა ოპოზიციური პარტების ლიდერებიც გამოეხმაურნენ. ნაწილი თვლის, რომ "ოცნების" ყოფილი წევრის ნდობა არ შეიძლება და "ნაციონალურ მოძრაობას" გადაწყვეტილებას არ უწონებენ. თუმცა, რატომღაც, ბოლნისში მას კონკურენტს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში, არ უყენებენ. 

"ქართული ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ ოპოზიციაში წასულ კახა ოქრიაშვილს ყოფილი თანაგუნდელები აკრიტიკებენ. გიორგი ვოლსკიმ დღეს დეპუტატს, რომელთან ერთადაც ბოლო წლები ერთ გუნდში გაატარა, ამორალური უწოდა. 

კახა ოქრიაშვილი გაერთიანებული ოპოზციის სახელით საარჩევნო კამპანიას უკვე ხვალიდან დაიწყებს. სავარაუდოდ, მის მიერ დასახელებული პარტიის სხვა წევრები, ცეზარ ჩოჩელი მცხეთა-მთიანეთში, დილარ ხაბულიანი კი სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში იყრიან კენჭს მაჟორიტარებად. სხვა რომელი პარტიები შეუერთდებიან კდიევ გაერთიანებას, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი