კობახიძე ანტიდასავლურ რიტორიკას დაუბრუნდა | თავდასხმა პარტნიორებზე პრემიერის რანგში და ლუკაშენკოს ქება "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ანტიდასავლურ რიტორიკას დაუბრუნდა. მორიგი განცხადება მან ამჯერად პრემიერის რანგში, მთავრობის სხდომაზე გააკეთა:

"ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს ომი იყო რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ" თქვა კობახიძემ.

პარალელურად, "ქართული ოცნების" საგარეო კურსით კმაყოფილია ბელარუსის დიქტატორი. ალექსანდრ ლუკაშენკო ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფების რიტორიკას  იმეორებს და ამბობს რომ აშშ-სთვის საქართველო პრიორიტეტული აღარ არის.

ლუკაშენკო  განსაკუთრებით კმაყოფილია რომ საქართველო  "ნორმალურ ურთიერთობებს" ამყარებს რუსეთთან და ბელარუსთან.
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი