ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს "ნორმალური ურთიერთობები" აქვს რუსეთთან და ბელარუსთან. ამის შესახებ მან 26 თებერვალს,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სომხური მხარის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
"მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება. [...]
ამერიკელებმა უკვე დაივიწყეს საქართველო. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს იყო მათი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო. მათ შორის, და უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება. ათასობით პრობლემაა", - თქვა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო ამბობს, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი მხარს დუაჭერს, უკრაინას, სომხეთს და ასე შემდეგ, მაგრამ "ხვალ მთავრობა შეიცვლება და ტრამპი იტყვის: "მისმინე, მე არ გიცნობ. მეგობრებო, პირველად გნახეთ!".