ნავალნის, 29 თებერვალს, სავარაუდოდ, მოსკოვის ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც ციმბირის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს, 29 თებერვალს, სავარაუდოდ, მოსკოვის ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მისი ცხედარი დედას 24 თებერვალს გადაეცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი