საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ენჯეოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს, პრეზიდენტთან სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ევრორეკომენდაციების შესრულებაზე, შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილი, ასევე შეხვდა "გამარჯვების პლატფორმის" წარმომადგენლებს "ნაციონალური მოძრაობიდან" და "სტრატეგია აღმაშენებლიდან". გიორგი ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, ძირითადად, სწორედ 9 დათქმას და მათ შესრულებას ეხებოდა. პრეზიდენტთან მათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრეს.