ვიცი, რომ განიხილება კრასიკოვის ვლადიმერ კარა-მურზაში გაცვლა | ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

გამოქვეყნდა:

ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის,  ზელიმხან ხანგოშვილის ძმა არ გამორიცხავს, რომ ნავალნის სიკვდილის შემდეგ, მისი ძმის მკვლელი, ეფ-ეს-ბეს აგენტი ვადიმ კრასიკოვი რუს ოპოზიციონერი, ვლადიმერ კარა-მურზაში გაიცვალოს. ზურაბ ხანგოშვილს ინფორმაცია გერმანელი ადვოკატის მხრიდან აქვს, თუმცა ოფიციალურად ამაზე მას არავინ დაკავშირებია:

"დაახლოებით 6 თვის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ იყო საუბარი ნავალნიზე გაცვლაზე. ამჟამად ვიცი, რომ არის საუბარი და განიხილება ვლადიმერ კარა- მურზაში გაცვლა და ჯერჯერობით მთავრობის მხრიდან არავინ დამკავშირებია" ამბობს ზურაბ ხანგოშვილი.  

ნავალნის თანამებრძოლი, მარია პევჩიხი ამბობს, რომ ნავალნი მოკლეს, რადგან იგეგმებოდა მისი უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერში გაცვლა.

15 თებერვალს, საღამოს, მივიღე დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობს და ფინალურ ეტაპზეა, 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს.

უკვე ალექსეის მკვლელობის შემდეგ მომიყვნენ, რომ ნავალნის გაცვლის წინადადება პუტინთან რომან აბრამოვიჩმა მიიტანა - როგორც არაფორმალურმა მომლაპარაკებელმა, რომელიც ამერიკელ და ევროპელ ჩინოვნიკებს ელაპარაკებოდა, ამავდროულად როგორც პუტინის წარმომადგენელმა. 

რომან აბრამოვიჩს საერთო ნაცნობის მეშვეობით ვკითხე, როდის და რა ვითარებაში გააკეთა მან ეს, რაც პუტინმა თქვა? სამწუხაროდ, აბრამოვიჩმა ამ კითხვას არ უპასუხა, თუმცა არც არაფერი არ უარუყვია.

პუტინს ნათლად უთხრეს: ვადიმ კრასიკოვის მოპოვების ერთადერთი გზა მისი ნავალნიზე გაცვლაა. „აჰ, ასეა?! იფიქრა პუტინმა, ვერ ავიტან თავისუფალ ნავალნის და რადგან ისინი პრინციპულად მზად არიან კრასიკოვის გაცვლაზე, მაშინ უბრალოდ უნდა მოვიშოროთ ვაჭრობის საგანი" ამბობს მარია პევჩიხი

საუბარია ვადიმ კრასიკოვზე, რომელსაც 2019 წელს, ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის, დისიდენტის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი