სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ნავალნი ხანგოშვილის მკვლელში უნდა გაეცვალათ | ნავალნის გუნდი

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერის, ალექსი ნავალნის თანამებრძოლი, მარია პევჩიხი ამბობს, რომ კრემლის კირიტიკოსი მოკლეს, რადგან იგეგმებოდა მისი უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერში, ვადიმ კრასიკოვში გაცვლა.

კრასიკოვი გერმანიის ციხეშია და 2019 წელს ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის, დისიდენტის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

პევჩიხმა თქვა, რომ გაცვლაზე მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზე იყო და ნავალნისთან ერთად უნდა გაეცვალათ ამერიკის ორი მოქალაქე, მათ შორის ერთი შეიძლება იყოს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი.

პევჩიხის თქმით, პუტინამდე ნავალნის კრასიკოვში გაცვლის წინადადება ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა მიიტანა.

მისი თქმით, მან მიიღო დადასტურება, რომ გაცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ფინალურ ეტაპზე იყო, 15 თებერვლის საღამოს - ერთი დღით ადრე, სანამ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ნავალნის გარდაცვალებაზე ინფორმაციას გაავრცელებდა.

მანამდე, პუტინმა ხანგოშვილის მკვლელში გაცვლაზე ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუში ისაუბრა: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი