"შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება... ეს ყველას გაგვაძლიერებს" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება... ეს ყველას გაგვაძლიერებს", - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს და უნგრეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ალიანსში გაწევრიანებისთვის მხარის დაჭერას ეხმაურება.

"მივესალმები უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების თაობაზე. ახლა, როდესაც ეს ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება. შვედეთის წევრობა ჩვენ ყველას გაგვაძლიერებს და უსაფრთხოს გაგვხდის", - დაწერა მან. 

შეგახსენებთ, რომ სწორედ უნგრეთი იყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ 31 ქვეყანას შორის უკანასკნელი, რომელმაც შვედეთის წევრობის რატიფიცირება მოახდინა. 

შვედეთმა 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთთან ერთად NATO-ში წევრობის განაცხადი შეეტანა. მანამდე ეს ორივე ქვეყანა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ათწლეულობით იცავდა, თუმცა NATO-სთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი