
"დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზადაა, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის", - ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტერსონი წერს და უნგრეთის მიერ შვედეთისთვის NATO-ში გაწევრიანებისთვის მხარის დაჭერას ეხმაურება.
მანამდე, განცხადება გააკეთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და თქვა, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ყველას გააძლიერებს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ უნგრეთი იყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ 31 ქვეყანას შორის უკანასკნელი, რომელმაც შვედეთის წევრობის რატიფიცირება მოახდინა.
შვედეთმა 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთთან ერთად NATO-ში წევრობის განაცხადი შეეტანა. მანამდე ეს ორივე ქვეყანა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ათწლეულობით იცავდა, თუმცა NATO-სთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.