აფეთქების დროს დაშავებული მამაკაცი, რომელიც ალადაშვილის კლინიკაშია, სტაბილურადაა

გამოქვეყნდა:

კოსტავას ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 33 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაში წევს და ექიმის ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზეა

შეგახსენებთ, რომ აფეთქება თბილისში, ფილარმონიის ტერიტორიაზე გუშინ, 4 სექტემბერს მოხდა. კლუბ "დეჟა ვუსთან "ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რა დროსაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი