გამოძიება თეა წულუკიანის წინააღმდეგ. ამ მოთხოვნით მთავარ პროკურატურას სამოქალაქო აქტივისტები მიმართავენ. საგამოძიებო უწყებაში შეტანილ განცხადებაში სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ გელათის კომპლექსის არასწორი რეაბილიტაცია სწორედ კულტურის მინისტრის ბრძანებით დაიწყო. მას შემდეგ პროექტი სამინისტროს ნაცვლად საპატრიარქომ გადაიბარა, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე მძიმე შეცდომები პროექტში კულტურის სამინისტროს მონაწილეობის დროს და უშუალოდ წულუკიანის მინისტრობისას იქნა დაშვებული. ტაძარი და მისი მხატვრობა ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია. მეცნიერები უკვე თანხმდებიან, რომ ფრესკების ნაწილი სამუდამოდ დაკარგულია და მხატვრობის აღდგენა შეუძლებელია.