გასული საუკუნის 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის თავდაცვისთვის შექმნილი "ნოვიჩოკი" 21 საუკუნეში მასობრივი მკვლელობისა და პუტინის შურისძიების მთავარ იარაღად იქცა. დიდი ალბათობით, ალექსეი ნავალნი, ამჯერადაც "ნოვიჩოკით" მოწამლეს. კრემლის მთავარი ოპონენტის ყოფილი ექიმი აცხადებს, რომ მაღალტექნოლოგიური ექსპერტიზით ამ ფაქტის დადგენა ახლაც შესაძლებელია, თუმცა ამის დასამტკიცებლად კლინიკური სიმპტომებიც საკმარისია. თავად ნოვიჩოკის ერთ-ერთი შემქმნელი ვილ მირზაიანოვი "მთავარ არხთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ ნავალნის მკვლელობისთვის წინა შემთხვევისგან განსხვავებთ ნივთიერების სხვა ვერსია გამოიყენეს. კვალის წასაშლელად კი ი დიდი რაოდენობის ანტიდოტი იყო გამოყენებული
იხილეთ ასევე: