"საქართველოს არაფორმალური ლიდერი [ბიძინა ივანიშვილი] საჯარო სივრცეში დაბრუნდა, რადგან დაინახა საჭიროება, ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს არაფორმალური ლიდერი [ბიძინა ივანიშვილი] საჯარო სივრცეში დაბრუნდა, რადგან დაინახა საჭიროება, ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე, ერთ-ერთი კითხვის პასუხად განაცხადა.

"საქართვლოს არაფორმალური ლიდერი [ბიძინა ივანიშვილი] საჯარო სივრცეში დაბრუნდა, როგორც პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობას და საჭიროებას, 
ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება.

ასე რომ, ეს არჩევნების დროს მოხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა რიტორიკაზე, გადაწყვეტილებებზე, წარმატებაზე, გზაზე, რომელიც ქართველ ამომრჩეველს სურს…

30 წელი ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ, სხვადასხვა რეჟიმში და ყველა ერთნაირად ასრულებს, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ხდება, როდესაც ძალიან დიდხანს რჩები ხელისუფლებაში ერთი პარტიით. ასე რომ, საუკეთესო, რაც შეიძლება მოხდეს, პოლონური მოდელია, სადაც ძალების კოალიციაა, რომლებიც ნათლად პროევროპულები არიან ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ღინისძიებაში მონაწილეობენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილს Chatham House-ის თავმჯდომარე, ევრაზიის პროგრამის დირექტორი, ჯეიმს ნიქსი მასპინძლობს.

საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი ლონდონში მოქმედი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრია, რომლის მიზანია გააანალიზოს და ხელი შეუწყოს ძირითადი საერთაშორისო საკითხებისა და მიმდინარე მოვლენების გააზრებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი