
მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონის სეპარატისტული რეჟიმი მოსკოვს დახმარებისთვის მიმართავს და ოფიციალურ კიშინიოვს რეპრესიებში ადანაშაულებს. ე.წ. ყველა დონის არჩეულების კრებამ კრემლის მიმართ მოთხოვნა გუშინ გააჟღერა პასუხს კი პუტინისგან უკვე დღეს ელოდება.
პუტინმა დღეს რუსეთის ფედერალურ კრებას უნდა მიმართოს და არ არის გამორიცხული რომ სეპარატისტული რეჟიმის მოთხოვნის განხილვა სწორედ ამ შეკრებაზე მოხდეს.
დნესტრისპირეთში მსგავსი ყრილობა ბოლოს 2006 წელს ჩატარდა, რომელზეც ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ უმრავლესობამ დნესტრისპირეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ: