უკრაინელებმა დღეს უკვე მესამე რუსული სუ-34 ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის  საჰაეროს ძალების მთავარსარდლის, ნიკოლა ოლესჩუკის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა დონბასში კიდევ ორი რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-34 ჩამოაგდეს.  

"როგორც ჩანს, რუსი მფრინავები არ აკეთებენ დასკვნებს! დღეს, დილის 9:00 საათზე, დამპყრობლების კიდევ ორი ​​სუ-34 განადგურდა ავდივისა და მარიუპოლის მიმართულებით!"- აცხადებს ოლესჩუკი. 

ფაქტს ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკიც. 

დღეს, 29 თებერვალს, უკრაინის  საჰაერო ძალებმა ჯამში სამი რუსული სუ-34 ჩამოაგდეს. დილით გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთის მიმართულებაზე ორი რუსული ავიაგამანადგურებელი განადგურდა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი