
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი აცხადებს, რომ კიდევ ერთი რუსული გამანადგურებეული სუ-34 ჩამოაგდეს.
"დღეს 29 თებერვალია, ეს თარიღი ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ ეს უკვე ნაცნობი დღეა რუსებისთვის კიდევ ერთი თვითმფრინავის დაკარგვით. მინუს სუ-34 აღმოსავლეთის მიმართულებით!" - დაწერა მან.
27 თებერვალს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ორი რუსული სუ-34 ჩამოაგდეს.
ეს არის მესამე ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავი ბოლო 3 დღის განმავლობაში და მეთერთმეტე ბოლო თვეში.