22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობა თბილისში | სასამართლო ოთარ ცინდელიანის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

გამოქვეყნდა:

ქეთი ჯავახიშვილის საზარელ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 15 საათიანი ძებნის შემდეგ ოთარ ცინდელიანი სამართალდმცველებმა მესტიაში მიმალვის მცდელობისას დააპატიმრეს. 22 წლის ახლგაზრდას დამამძიმებელ გარემოებებში, გენდერული  ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლებენ, ცინდელიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

რა გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი, უცნობია. ცინდელიანის ადვოკატი, დაცვის ქვეშ მყოფ პირთან არაერთი შეხვედრის მიუხედავად, არაფერს ამბობს, თუმცა მიანიშნებს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი სახლთან ახლოს გუშინ დილით იპოვეს. მას ჭრილობები ყელისა და ზურგის არეშე დანით ჰქონდა მიყენებული.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი