"ლელოს" წევრზე ფიზიკურ თავდასხმას წინ უძღოდა პარტიის ერთ ერთ აქტივისტზე მუქარა. მანანა სულთანიშვილი ამბობს, რომ მას შემდგ, რაც ის "ლელოში" გაწევრიანდა, "ქართული ოცნების" ერთ ერთ ოფისში დაიბარეს და სოციალური დახმარების მოხსნით, მის ქმარს კი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.
სულთანიშვილი დღეს პოლიციაშიც დაიბარეს, თუმცა მუქარასა და შანტაჟზე სამართალდამცვ უწყებას გამოძიება არ დაუწყია. სულთანიშვილი პირდაპირ ასახელებს გვარებს, ვინ ემუქრებოდა. მისი კომენტარიდან ირკვევა რომ მომხდარზე საქმის კურსში იყო თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და "ქართული ოცნების" წევრი რიმა ბერაძე:
ქეთი ღვინიაშვილისგან მოხდა დარეკვა, დამუქრებით, ჩამიყვანეს რიმა ბერაძესა და მაკა სამნიაშვილთან...დამინახეს, რომ ლელოში გავწევრიანდი და დამემუქრნენ, რომ სოციალურს და სასადილოს შეგიჩერებთო" ამბობს სულთანიშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს სამართალდამცველებმა მომხდარის შესახებ სულთანიშვილს გამოკითხეს და შედგა გასაუბრების ოქმი.