63 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორი ქალის ინტიმური მასალა მის ნათესავს გაუგზავნა | საგამოძიებომ 2 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2 პირი დააკავეს.

ერთ-ერთი 63 წლის კაცია, რომელიც, გამოძიების ცნობით,  სასიყვარული/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა1981 წელს დაბადებულ ქალთან. უწყება ამბობს, რომ ბრალდებული მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა.

"ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია „Whatsapp”-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა", - წერია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილ იქნა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი, რის შედეგადაც დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი.

"ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა. ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს", - წერია განცხადებაში.

ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი