პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 9 თებერვალს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი შეცვლა იგეგმებოდა.
დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას ჯაველიძის მოადგილე, ილია შამუგია შეასრულებს.
გარდა ამისა, პრემიერის ბრძანებით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დირექტორი - ლევან სუხიტაშვილი პოსტიდან გათავისუფლდა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა პრემიერთან საუბრის შემდეგ თანამდებობა დატოვა.