ხარკოვის ოლქში რუსული თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში რუსული თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 76 წლის კაცი საკუთარი სახლის ნანგრევებში იპოვეს. 

ხარკოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, ოკუპანტები სოფელს "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ. 

"სამართალდამცავების ინფორმაციით, დაახლოებით 00:10 საათზე, სოფელ ველიკი ბურლუკში, კერძო სახლს აგრესორი ქვეყნის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატით, "შაჰიდით" დაარტყეს. მტრის დრონის დარტყმის შედეგად სახლს ცეცხლი გაუჩნდა. 76 წლის კაცი ნანგრევებში იპოვეს. სახლი მთლიანად დაინგრა," - ნათქვამია განცხადებაში. 

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გამომძიებლებმა საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევის მუხლით აღძრეს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი