ოდესაში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა | მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ოდესაში რუსების მიერ დროებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. მის დედას ისევ ეძებენ. 

შეგახსენებთ, რომ  2 მარტს, გვიან ღამით რუსებმა ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. დრონი ქალაქის საცხოვრებელ უბანში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა. დაშავდა, სულ მცირე, 7 ადამიანი. 

სარედაქციო შენიშვნა: თავდაპირველად გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ნანგრევებიდან 3 თვის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ის 3 წლის იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი