
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, მისი შესაძლო გადაყენების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
"ამ ეტაპისთვის არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მთავარი ამოცანაა, რომ რაც გვევალება ის საქმე, ჩვენი ქვეყნის წინაშე, მათ შორის ჩვენი რეგიონის წინაშე, პირნათლად და ჯეროვნად გავაკეთოთ და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ მომავალ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება...ჭორია და ამ ჭორებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს," - ამბობს რიჟვაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ მარტს, კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ზურაბ აზარაშვილი გაათავისუფლა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს რევაზ ჯაველიძე. მის მოვალეობას ილია შამუგია შეასრულებს. პრემიერის ბრძანებით, გათავისუფლდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილიც.