ოდესაში 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა | რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ოდესაში, რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ოკუპანტების საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა 3 წლის ბავშვი. მისი ცხედარი სახლის ნანგრევებში იპოვეს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი. ამჟამად კიდევ გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ოდესის რეგიონში 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

2 მარტს, გვიან ღამით რუსებმა ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. დრონი ქალაქის საცხოვრებელ უბანში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი