
ალასკაში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა სავარაუდოდ ჩინური "ჯაშუში საჰაერო ბუშტი" ჩამოაგდო.
ბუშტი საჰაერო სივრცეში მეთევზეების ჯგუფმა შენიშნა და ფოტო და ვიდეომასალა FBI-ს მიაწოდა. საგამოძიებო სამსახურმა ალასკაში აღმოჩენილი ბუშტი აქამდე აღმოჩენილი სხვა "ჯაშუში საჰაერო ბუშტების" მსგავსად მიიჩნია.
შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩინური "ჯაშუში საჰაერო ბუშტი" სამხრეთ კაროლინაში, ატლანტის ოკეანის თავზეც ჩამოაგდეს.