
მომავალი კვირის დასაწყისში პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისგან, ალექსანდრ სირსკისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება ჯარში შემდგომ ცვლილებებთან და დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით.
„გენერალურ კომიტეტს აქვს კარტ - ბლანში საკადრო ცვლილებებზე ჯარში, შტაბში.
ყველა უკრაინელმა მეთაურმა უნდა იცოდეს ფრონტი, იგრძნოს ფრონტი, რეალური საჭიროებები, ნამდვილად უნდა იყოს ჯარისკაცებთან, სერჟანტებთან, უკრაინული მიზნების მისაღწევად.
კვირის დასაწყისში, გენერალ-პოლკოვნიკ სირსკის ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ, ველოდები მის დეტალურ მოხსენებას და კონკრეტულ წინადადებებს შემდგომ ცვლილებებთან დაკავშირებით“. ამბობს ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად სირსკი 8 თებერვალს დანიშნა. მან ვალერი ზალუჟნი შეცვალა.