"გენერალ ზალუჟნის მადლობა გადავუხადე უკრაინის დაცვისთვის..." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან ასევე თქვა, რომ უკრაინის ჯარების მთავარსარდლად გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.
"შევხვდი გენერალ ვალერი ზალუჟნის. მე მას მადლობა გადავუხადე უკრაინის დაცვისთვის ორი წლის განმავლობაში. ჩვენ განვიხილეთ განახლება, რომელსაც მოითხოვს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ჩვენ ასევე განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებული ხელმძღვანელი. ასეთი განახლების დრო ახლაა. გენერალ ზალუჟნის შევთავაზე გუნდის შემადგენლობაში დარჩენილიყო. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!" - წერს ზელენსკი.
შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში თავად ვალერი ზალუჟნიმაც დაწერა: "მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით".