
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ოდესაზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. დრონებით თავდასხმის ადგილას სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. არიან დაშავებულებიც.
თავდასხმა კი 2 მარტის ღამეს მოხდა. ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.
დაღუპულთა შორის არის 3 წლის ბავშვი.
მომხდარის გამო ხვალ, სამ მარტს ოდესაში გლოვის დღეა გამოცხადებული.