ოდესაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

"3 მარტს დილით, ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმიდან 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს", - ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოდესას რუსეთი თავს 2 მარტის ღამეს დაესხა. ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი 3 წლის ბავშვია.

3 მარტი ოდესაში გლოვის დღეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი