ოდესაში, შენობის ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს - რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
"მეცხრე დაღუპულის გვერდით ნაპოვნია ჩვილის ცხედარი," - განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეგ კიპერმა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, ბავშვი 8 თვის იყო. "ისინი [დედა-შვილი] ჩახუტებულები იყვნენ," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოდესას რუსეთი თავს 2 მარტის ღამეს დაესხა. ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი 3 წლის ბავშვია.
3 მარტი ოდესაში გლოვის დღეა.